ჟურნალისტი, რომელიც რუსული პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შეიჭრა, მარინა ოვსიანნიკოვაა, ამის შესახებ უკრაინული გამოცემები წერენ.
"სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ვმუშაობდი პირველ არხზე, ვეწეოდი კრემლის პროპაგანდას, რის გამოც ძალიან მრცხვენია," - ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ოვსიანნიკოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.