27 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
მივიღეთ სანდო ინფორმაცია რუსული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო იარაღის გამოყენების შესახებ, მათ შორის, დასახლებულ ადგილებში - როზმარი დიკარლო

გაეროს უშიშროების საბჭო ყოველწლიურ შეხვედრას მართავს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. (ეუთოსთან) საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მხრიდან უკანონო მოქმედებებია.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ნაკირსი ვალდებულებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს. 

"რუსეთის ძალებმა მიზანში ამოიღეს სამოქალაქო პირები და ინფრასტრუქტურა უკრაინელი ხალხის სულიერად გასატეხად. ეს სამარცხვინოა და სახელმწიფო ტერორიზმს უტოლდება. სკოლები, საავადმყოფოები და ბაღების მიზანში ამოღება განზრახ ხდება საერთაშორისოდ აკრძალული იარაღით. რუსეთი და მასთან ერთად ბელარუსი არღვევს საერთაშორისო კანონს.

სწორედ რუსეთის მთვარობის ბრალია რომ ქვეყანა და მასთან ერთად რუსები ახლა დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული არიან . მსოფლიო უკან დახევას არ აპირებს . ძლიერი გზავნილი უნდა გავუგზავნოთ მინსკ რომ რუსეთისგან თავი შორს დაიჭიროს.

თავად რუსეთს კი მოვუწოდებ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს . ჯერ კიდევ ღიაა დიპლომატის კარი და მოვუწოდებ ჩაერთოს მშვიდობიან გამოსავლის პოვნაში . რუსეთი აგრესია გვაშფოთებს ყველას.

მოსკოვის ქმედებები არღვევს სტაბილურობის დღისწერიგს . ეუთომ ახლა როგორც არასდროს სიტუაციის ეფექტური მართვა უნდა აჩვენოს . მომხდარმა უნდა გვაიძულოს თვალები გავახილოთ , უნდა გადავხედოთ ჩვენს ნაბიჯებს და განვაახლოთ ვენი დღის წესრიგი.

ისტორიამ გვაჩვენა რომ ვინც დაპირისპირება და აგრესიის გზა აირჩია მიიღო მცირე. მოდით ერთად ვიმუშაოთ ეფექტური გზების მოსაძებნად რომ გადაარჩინოთ სიცოცხლე და თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები,"- აცხადებს რაუ

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში როზმარი დიკარლომ გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ აკრძალული იარაღის გამოყენებას. 

"ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიიღო სანდო ინფორმაცია რუსული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო იარაღის გამოყენების შესახებ, მათ შორის დასახლებულ ადგილებში, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის ნორმების თანახმად აკრძალულია. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში უკრაინის მუნიციპალური მოხელეების გატაცების შესახებ გავრცელებული ცნობებით,"- აცხადებს როზმარი დიკარლო

დღის ამბები