ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა.
"უკრაინის საზღვრის გადაკვეთით, რუსეთის ფედერაციამ გადაკვეთა ამ ორგანიზაციის წითელი ხაზი, რომელიც ევროპის საბჭომ 1949 წელს, თავის წესდებაში ჩამოაყალიბა.
პირველი და მესამე მუხლების თანახმად, სავალდებულოა, რომ ევროპის საბჭოს ყველა წევრმა სახელმწიფომ ითანამშრომლოს კეთილსინდისიერად და ნაყოფიერად ევროპის საბჭოს მიზნის განსახორციელებლად,რაც გულისხმობს წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევას იდეალებისა და მიზნების განხორციელებისთვის.
სწორედ ამიტომ, ჩვენს წევრ ქვეყანას, რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან სამ დღეში შეუჩერდა უფლება, წარმოდგენილი იყოს ევროპის საბჭოს საწესდებო ორგანოებში,"- აცხადებს ტინი კოქსი.