უპილოტო საფრენი აპარატი ახალგაზრდა გამომგონებელმა, თურქმა ინჟინერმა სელჩუკ ბაირაქტარმა შექმნა. აპარატის დებიუტი 2014 წელს შედგა და ამ დრომდე არ კარგავს აქტუალობას. ბაირაქტარი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, ის მტრის უზუსტესი დამაფიქსირებელი და გამანადგურებელია. მტრის რადარს მისი დაფიქსირება უჭირს.
ბაირაქტარს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებენ. დრონი, რომელიც ხანგრძლივი გამძლეობით გამოირჩევა, დისტანციურად, სახმელეთო საკონტროლო სადგურიდან იმართება.
სელჩუქ ბაირაქტარს, ისლამის ერთგულებისთვის, კარგი განათლებისა და "კარგი თურქობისთვის" "ახალი თაობის თურქი" უწოდეს. სელჩუკი პროფესიით სამხედრო ინჟინერია და ის თურქეთის პრეზიდენტის სიძეა.
"პატარაობიდანვე სერიოზული ინტერესი მქონდა ავიაციის მიმართ. მინდოდა მფრინავი ვყოფილიყავი. დავდიოდი პილოტობის სამოყვარულო კურსებზე. მამაჩემიც მოყვარული პილოტია. სწორედ ამ დროიდან გამიჩნდა სურვილი ამ სფეროში სერიოზული მიღწევები მქონოდა და ვფიქრობ ჩემს გუნდთან ერთად ყველა მიზანს განვახორციელება. რაც შეეხება ბაირაქტარს, ასე დავახასიათებდი - "დრონის ხმა ისმის, მას კი ვერ ხედავთ". მე თავადვე არ ველოდი ჩემ მიერ შექმნილი დრონების ასეთ წარმატებას და დიდი იმედი მაქვს, ეს საფრენი აპარატები მშვიდობის დამყარებას მოემსახურება,"- განაცხადა სელჩუკ ბაირაქტარმა.