რუსეთის ორი მთავარი სამიზნე ამ წუთებში მარიუპოლი და მიკოლაევია, მიკოლაევის დასახლებულ უბნებში რუსეთის საოკუპაციო ძალამ, გრადის ათობით კასეტური რაკეტა ისროლა. მათი ნაწილი საბავშვო მოედანს მოხვდა.
კასეტური ჭურვები მიწვდა საბავშვო ბაღს და სკოლასაც. მართალია იმ დროისთვის სკოლაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ, მაგრამ იყვნენ მასწავლებლები.
საკუთარი ქვეყნის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან ის მოქალაქეები, რომლებიც მიუხედავად აშკარა საფრთხისა, ქალაქს არ ტოვებენ და ჰუმანიტარული დახმარების რიგში დგანან.