თურქეთის სააფთიაქო ბაზრიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ფარმაცევტულ ქსელში წამლების ფასი, თავდაპირველთან შედარებით, 80%-მდეა შემცირებული. აფთიაქებში, ამ დროისთვის, 50-მდე დასახელების გაიაფებული პრეპარატია ხელმისაწვდომი.
მოქალაქეების საჭიროებებზე, წამლის ხარისხსა და გაიაფებული GMP სტანდარტზე საუბრობენ ფარმაცევტულ კომპანიებში. აცხადებენ, რომ ქართულ სააფთიაქო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები უკვე არსებობს.
თურქეთიდან წამლის ბაზრის გახსნის შემდეგ მთავრობის გეგმაა, უახლოეს მომავალში, მეზობელი ქვეყნიდან 200-მდე დასახელების გაიაფებული მედიკამენტი შემოვიდეს. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ წამლები, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირდება უმაღლესი ხარისხით ფასდება.
წლის ბოლოს ქვეყანას წამლის ხარისხის ლაბორატორიაც ექნება. გადაწყვეტილება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა.
აღმასრულებელი ხელისუფლების მიზანი სააფთიაქო ბაზარზე ხარისხიანი და იაფი უფრო მეტი დასახელების მედიკამენტების შემოტანაა.