იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საუბარი კოვიდის ახალი შტამის აფეთქებაზე, რომელზეც ფიქრობენ, რომ ომიკრონისა და დელტას ჰიბრიდია, ჯერჯერობით, ძალიან ადრეა. ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ახალი ვარიანტი პოტენციურად უფრო საშიში შეიძლება იყოს, თუმცა ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება სჭირდება.
"თუ წამოიღებს ცუდს ომიკრონისგან - ეს არის მისი სწრაფი გადაცემა და უფრო მეტი წინააღმდეგობა ვაქცინების მიმართ, მაშინ ჩვენ ვიღებთ სუპერვარიანტს, მონსტრს, რომელსაც შეუძლია ამ ორი შეშფოთების ვარიანტის კომბინირებით მოგვცეს ყველაზე მძიმე დაავადება და ყველაზე მძიმე მიმდინარეობა, რაც კი დღემდე ყოფილა. თუმცა, მეცნიერები მიუთითებენ, რომ ეს უფრო ვირუსოლოგიური, სამეცნიერო მნიშვნელობის რეკომბინაციაა ვიდრე პრაქტიკული ღირებულების მქონე, ასე რომ ეს არ არის ასე.
დელტაკრონი რომ გახდეს ახალი აფეთქების, ახალი ტალღის წყარო მსოფლიოში, ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, რომ მან მიიღოს ჯანმოს შეფასება, როგორც შეშფოთების ვარიანტი," - ამბობს ივანე ჩხაიძე.