27 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა გაირიცხოს ევროსაბჭოდან, რადგან ვფიქრობ, რომ ჰუმანურობა უმაღლესი ღირებულებაა - დენის შმიგალი

უკრაინაში 18 დღეა რაც რუსულ აგრესიას ებრძვიან, ქალაქებში დაბომბვა არ წყდება. ქალებსა და ბავშვებს მუდმივად უწევთ განგაშის სიგნალის მოსმენა. 

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინაში ათასობით ბავშვია საჭმლის, სახლის, გათბობის და სკოლის გარეშე. 

"ქალებისა და ბავშვების ხმები ბომბების ხმამ გადაფარა . 18 დღეა ჩვენი მეომრები უდიდეს გმირობას იჩენენ მტრის წინააღმდეგ . 2019 წელს როცა რუსული დელეგაცია დაბრუნდა აქ გვაჩვენა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა პუტინის რეჟიმი. 18 დღეა მსოფლიომ თვალი გაახილა, მაგრამ ჩვენ აქამდე არც ერთი წამითაც კი არ დაგვიხუჭავს თვალი.

ათასობით ბავშვი დარჩენილია სკოლის, გათბობისა და საკვების გარეშე. ისინი ბომბავენ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, იტაცებენ სამთავრობო პირებს. დღეს რუსეთი ამბობს ომი არააა, ისინი ომს სპეციალურ ოპერაციას უწოდებენ.

12 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დიდძალი სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა გაირიცხოს ევროსაბჭოდან, რადგან ვფიქრობ, რომ ჰუმანურობა უმაღლესი ღირებულებაა.

ეს საშინელება უნდა შევაჩეროთ იქამდე, სანამ ბირთვული იარაღი არ გამოუყენებიათ. ყველა ევროპულ სახელმწიფოს მადლობას ვუხდით დახმარებითვის.

მადლობა სოლიდარობისთვის. დიდება უკრაინას , დიდება თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპას,"-აცხადებს დენის შმიგალი

დღის ამბები