27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
რუსეთი "ოდნოკლასნიკსა" და "კონტაქტში" გადავიდა - ქვეყანა საინფორმაციო ვაკუუმშია, აკავებენ ყველას, ვინც ომის წინააღმდეგია

რუსეთმა "ოდნოკლასნიკსა" და "კონტაქტში" გადაინაცვლა. წუხელ, ზუსტად ღამის 12 საათზე, რუსეთის 80 მილიონი მოქალაქე "ინსტაგრამის" გარეშე დარჩა. მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ "ფეისბუქი" და "ტვიტერი" აკრძალა.

რუსეთი სრულ საიფორმაციო ვაკუუმშია. გართულებულია თავისუფალი მედისაშუალებების მუშაობა. სანკტ- პეტერბურგში გამართულ აქციაზე 13 ჟურნალისტი დააკავეს ისე, რომ პრესის დამადასტურებელი დოკუმენტი არც მოუთხოვიათ. მასობრივი დაჭერების ამსახველი ვიდეომასალა, ძირითადად, სოციალურ ქსელ "ტელეგრამით" ვრცელდება

სანკტ- პეტერბურგში დააკავეს სამხედრო ორკესტრის წევრებიც. ისინი უკრაინის მხარდაჭერას სიმღერით გამოხატავდნენ - "მზიან მსოფლიოს - "კი", ბირთვულ აფეთქებას - "არა"".

ისჯება ყველა, ვინც რუსეთში უკრაინის მიმართ მხარდაჭერას სხვადახვა ფორმით გამოხატავს . სპეცრაზმმა კაზანსკის ხიდზე ადამიანების ჯგუფი დააკავა, რომელთაც თავზე ყვითელი და ლურჯი ქუდები ეხურათ.

ერთ დღეში რუსეთის 37 ქალაქში, ომის საწინააღმდეგო აქციებზე, 850-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. მათ პატიმრობაში 30 დღე ტოვებენ და 300 ათას რუბლამდე ჯარიმის გადახდაც უწევთ.

რუსეთში უკრაინის მარდამჭერ აქციებზე სულ 15000-მეტი ადამიანია დაკავებული, ერთ შემთხვევაში კი, მშობლებთან ერთად, ბავშვებიც დააკავეს.

დღის ამბები