27 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც ევროპაში ვიზიტები საკუთარი ინიციატივით გამართა? - პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, ეს საკითხი პოლიტიკური განხილვის თემაა.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ დაუმორჩილებლობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის უზენაესი კანონი უგულებელყო.

"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას, ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობისა წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან,"- აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები