27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ქალაქს, რომელიც საკვებისა და წყლის გარეშე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, მოსახლეობა ტოვებს - მარიუპოლის დერეფნის ბლოკირება შეწყვეტილია

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლისთვის "მწვანე დერეფნის" ბლოკირება შეწყვიტეს - ქალაქი უკვე რამდენიმე ათეულმა მანქანამ დატოვა, ამის შესახებ "ფეისბუქზე" მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო წერს. 

"ამ დროისთვის, ქალაქიდან უკვე გავიდა 50-ზე მეტი კერძო ავტომობილი, გაიარეს ბერდიანსკი და მიდიან ზაპოროჟიეს მიმართულებით. ჯერჯერობით, ბლოკპოსტების გავლა პრობლემა არ არის," - აცხადებს ანდრიუშენკო.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეში ყველა მარიუპოლელს ელოდებიან პირველადი დახმარებისთვის, თუმცა, ანდრიუშენკომ განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კორიდორის უსაფრთხოების გარანტიას ოფიციალურად ვერავის მისცემს. 

მოგვიანებით, მარიუპოლის მერიაში განაცხადეს, რომ ბერდიანსკისკენ უკვე 16-ზე მეტი ავტომობილი გაემგზავრა.

UNIAN-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მარიუპოლი რჩებოდა სრულიად ბლოკირებული ევაკუაციისთვისა და ჰუმანიტარული ტვირთისთვის. 

13 მარტს ჰუმანიტარული კოლონა, რომელიც მარიუპოლის მიმართულებით მიდიოდა, კვლავ ბერდიანსკში დაბრუნდა. 

დღის ამბები