საქსტატის მონაცემებით თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60-%-ით გაიზარდა და 429 მილიონი დოლარი შეადგინა - 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, იმპორტის მოცულობამ 344 მილიონი დოლარით იმატა.
საქსტატის ცნობით, 21 მარტს გამოაქვეყნებს დეტალურ სტატისტიკას, თუ რომელი სასაქონლო ჯგუფების იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.