27 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
დარტყმამ გაანადგურა 180-მდე უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი და იარაღის დიდი პარტია - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

რუსეთმა გამთენიისას საჰაერო იერიში მიიტანა ლვოვის ოლქში მდებარე სამშვიდობო და უშიშროების საერთაშორისო ცენტრზე, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ამ ფაქტს რუსეთის თავდაცვის უწყებაში გამოეხმაურნენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ 180-ზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი იქნა მათ მიერ ლიკვიდირებული. ასევე, მისი თქმით, განადგურებულია დიდი რაოდენობით იარაღის მარაგი.

"ამ ობიექტებში კიევის რეჟიმმა შექმნა ცენტრი უცხოელი დაქირავებული მებრძოლების საბრძოლო მომზადებისა და კოორდინაციისთვის, სანამ გაგზავნიდა მათ რუსული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების რაიონებში და უცხოური იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესანახ ობიექტში. დარტყმამ გაანადგურა 180-მდე უცხოელი დაქირავებული და უცხოური იარაღის დიდი პარტია. უკრაინაში ჩასული უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების ლიკვიდაცია გაგრძელდება. რუსულმა ავიაციამ და საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო ძალების სუ-24 თვითმფრინავი ნოვი ბიკოვის დასახლებასთან და 11 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ორი ბაირახტარი," - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა.

დღის ამბები