27 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
პუტინი ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიის დიპლომატიის ფორმუზე პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ თურქეთი განაგრობს ძალისხმევას, რათა უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თურქეთის პირველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული კორიდორების აუცილებლობაზეც, მათ შორის ქალაქ მარიუპოლში.

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ის ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა. უკრაინული მხარე მზადაა. ქვეყნებს შორის სერიოზული მოლაპარაკებები გრძელდება ტექნიკურ და სხვა საკითხებზე," - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დღის ამბები