უკრაინაში ომის შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის. ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა დიპლომატიური ჩართულობა განიხილეს და ხაზი გაუსვეს რუსეთის პასუხისმგებლობისა და უკრაინის დახმარების საკითხს.
იავოროვის საწვრთნელ ობიექტზე მომხდარი თავდასხმა დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. "სისასტიკე უნდა შეწყდეს,"- წერს ბლინკენი Twitter-ზე.
გარდა ამისა, CNN-ის ინფორმაციით კი, ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის. დახმარების ღირებულება 31 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიწოდების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შეძლებს მისი მთავრობა "საჭირო მასალის" მიღებას. მხარდაჭერის პაკეტის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.