27 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
საქართველოს საზღვართან 3 მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან  ღამის განმავლობაში 3 მიწისძვრა მოხდა. პირველი ყველაზე ძლიერი ბიძგები თბილისის დროით 5:15 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრიდან 2 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.  

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე მიწისძვრა 06:37 საათზე საზღვრიდან  8 კმ-ში, ხოლო მესამე 08:22 წუთზე  საზღვრიდან 6 კმ-ში დაფიქსირდა, მათი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

დღის ამბები