პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკულ და გერმანულ კომპანიებს მიმართავს სოციალური ქსელით ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი SAP-ს, Oracle-სა და Microsoft-ს მოუწოდებს შეწყვიტონ თავიანთი პროდუქციის მხარდაჭერა რუსეთში.
"დღეს არ შეიძლება იყოს ნახევრად გადაწყვეტილებები ან ნახევრად ტონები! არსებობს მხოლოდ შავი და თეთრი, სიკეთე და ბოროტება! თქვენ ან მშვიდობის მომხრე ხართ, ან უკრაინელი ბავშვებისა და ქალების მკვლელობაში სისხლიან რუს აგრესორს უჭერთ მხარს," - წერს Twitter-ზე ზელენსკი.