27 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
მოსახლეობისთვის ნასროლი ბომბები - "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი მიკოლაევში რუსული ავიაციის შეტევას გადაურჩა

რუსული არმია უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობს. მაშინ, როდესაც "კურიერი" მიკოლაევიდან ახალი ინფორმაციის მოწოდებას და საცხოვრებელ ზონაში მასალის გადაღებას ცდილობდა, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს სამი რაკეტა ესროლეს. საპორტო ქალაქზე თავდასხმის ინტენსივობა ყოველდღიურად მატულობს, იზრდება დაჭრილთა რაოდენობაც.

სამი რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებთან დღის პირველ საათზე ჩამოვარდა. რუსულმა არტილერიამ, სამხედრო ნაწილის ნაცვლად, მშვიდობიანი მცხოვრებლები დაბომბა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი სარაკეტო იერიშის დროს აფეთქების ადგილიდან, დაახლოებით, 100 მეტრში იმყოფებოდა.

ქალაქის თავზე დღეს რუსული თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ. საჰაერო იერიში იმ ქარხანაზე განხორციელდა, რომელიც უკრაინული ფლოტისთვის ტურბინებს და ძრავებს ამზადებს. ხანძარს მაშველები საწარმოში რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

ქალაქი იბომბება, მოსახლეობა კი გადარჩენას ცდილობს. რამდენიმე კილომეტრიან რიგში მიკოლაეველები ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად დგანან.

 
დღის ამბები