27 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
რუსეთი NATO-ს საზღვარს მიუახლოვდა - დაბომბვას ლვოვთან 35 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს რუსეთი NATO-ს საზღვარს მაქსიმალურად მიუახლოვდა. რუსეთის არმიამ სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა "მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს", რომელიც პოლონეთის საზღვრიდან, დაახლოებით, 25 კილომეტრით არის დაშორებული.

ქალაქ ლვოვთან ახლოს, იავოროვის სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 35 ადამიანი და დაშავდა 130-ზე მეტი.

უკრაინის დასავლეთით მდებარე ყველაზე დიდ ქალაქში განგაშის სიგნალი გამთენიისას გაისმა - აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ქალაქში არის ევაკუირებული უკრაინელების დიდი ნაწილი, რომლებიც პოლონეთში გადადიან.

დღის ამბები