რუსეთში ცნობილი რეპერის, პროდიუსერისა და ბიზნესმენის ტიმატის კომპანია Black Star, სავარაუდოდ, გაკოტრდა - როგორც უკრაინული მედია წერს, კომპანიიდან თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ.
კომპანიაში 1200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მასობრივი შემცირებების მიზეზად ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.
ტიმატი არასოდეს მალავდა პირად სიმპათიებს რუსეთის ხელისუფლების და კონკრეტულად - ვლადიმირ პუტინის მიმართ. სიმღერა, რომელიც მან რეპერ საშა ჩესტთან ერთად შეასრულა, სახელწოდებით "ჩემი საუკეთესო მეგობარი", რუსეთში ჰიტად იქცა. სიმღერის ტექსტში მეორდება ფრაზა "ჩემი საუკეთესო მეგობარი პრეზიდენტი პუტინია".