ადამიანები, რომლებიც თავს სვიატოგორსკში მდებარე ლავრაში აფარებდნენ, ტაძრის დაბომბვის შემდეგ საეკლესიო პირებმა სარდაფში გადაიყვანეს.
"დაბომბვის შედეგად ჩაიმსხვრა მინები, დაზიანდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაშავდა რამდენიმე ბავშვი.
ხალხი მონასტრის სარდაფში გადავიყვანეთ, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მცირეწლოვნები პანიკაში არიან. აქ არ არის სამხედრო ბაზები ან ობიექტები, ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ესვრიან იმ ადამიანებს, ვინც ომს გაექცნენ და თავი ტაძარს შეაფარეს," -ამბობს სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი.