ლვოვთან, იავოროვის პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს - ოფიციალური ინფორმაცია დაჭრილების შესახებ არ ვრცელდება, თუმცა, როგორც კლინიკის წარმომადგენელმა "კურიერთან" განაცხადა, 4-სართულიანი შენობა მთლიანად გადატვირთულია.
იავოროვის მერი "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ ბომბი პოლონეთის საზღვრიდან 20 კმ-ს დაშორებით ჩამოვარდა.
"მინდა მივმართო ევროპის ლიდერებს, არ შეეშინდეთ ცის დაკეტვის, რადგან ეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთოებასაც ეხება. თუ პუტინს ახლა არ დავუპირისპირდებით, მისი შეჩერება მომავალში შეუძლებელი გახდება," - აცხადებს იავოროვის მერი ვოლოდიმირ მარცენიუკი.