27 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ირპინში New York Times-ის კორესპონდენტი მოკლეს - დაშავებულია კიდევ ერთი ჟურნალისტი

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი იუწყება, რომ ირპინში New York Times-ის კორესპონდენტი მოკლეს. მისივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი ჟურნალისტი

"ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ აჩვენონ სიმართლე უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკის შესახებ. დღეს ირპინში მსოფლიოში ცნობილი გამოცემის, New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი მოკლეს. კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიჭრა. ამჟამად, ცდილობენ დაჭრილი ჟურნალისტი საბრძოლო ზონიდან გაიყვანონ.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პროფესია რისკებს მოიცავს, თუმცა, აშშ-ს მოქალაქე ბრენტ რენომ თავისი სიცოცხლით გადაიხადა აგრესორის სისასტიკისა და დაუნდობლობის გაშუქების მცდელობისთვის,"-განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა.

დღის ამბები