კიევი ბლოკადისთვის ემზადება. იმ 2 მილიონი მოქალაქისთვის, რომელიც ქალაქში დარჩა, სურსათის 2-კვირიანი მარაგი შეივსო.
ინფორმაციას ამის შესახებ "უნიანი" ავრცელებს.
"ქალაქი შესაძლო ბლოკადისთვის ემზადება. ის ორი მილიონი კიეველი, რომელთაც თავისი სახლები არ დატოვეს, გაუარესებულ მდგომარეობასთან პირისპირ არ დარჩებიან. დედაქალაქის მთავრობამ, ბიზნესთან თანამშრომლობის გზით, მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ გაიხსნას აფთიაქები, მაღაზიები და პროდუქტი მისაღებ ფასები იყოს...
"გარდა ამისა, ქალაქში მიმდინარეობს პენსიებისა და ხელფასების დარიცხვა, ამიტომ ვთხოვთ კიევის მცხოვრებლებს, რომ, შეძლებისდაგვარად, სურსათის შეძენის გარდა, კომუნალური გადასახადებიც გადაიხადონ, რომელსაც სრული დატვირთვით იღებენ. ამასთანავე, დაეხმარეთ მათ, ვინც თქვენ გვერდით არის!", - ნათქვამია კიევის ადმინისტრაციის განცხადებაში.