ჩეჩნეთის ლიდერი უკრაინაში ჩავიდა და კიევის ოლქში, ივანკოვთან იმყოფება, ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ "ტელეგრამის" საკუთარ არხზე დაწერა.
"კოლეგები "ვერტიკალიდან" აცხადებენ, რომ კადიროვი ჩვენს სპეცრაზმს სარდაფში ემალება და აპირებს უკან, რუსეთში დაბრუნდეს," - წერს გერაშჩენკო და აქვე, ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამზან კადიროვი უკრაინაში იმყოფება, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.