27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
უამინდობა ქვეყანაში - ინტენსიური თოვისა და ყინვის საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა იკრძალება

უამინდობა ქვეყანაში - თოვლმა რეგიონებში პრობლემები შექმნა. საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა, რადგან კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდა სხვა რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს. გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია მოძრაობა. შერეული რეჟიმი მოქმედებს ქვეყნის რამდენიმე წერტილში.

შუამთის მონასტრის ტერიტორიიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება ვაზიანი-თელავი-გომბორის მიმართულებით. მიზეზი ინტენსიური თოვა და ყინვაა. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გათენებიდან ინტენსიურად მიმდინარეობ გზის გაწმენდა, მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა, თუმცა, უამინდობის გამო, გზის ამ მონაკვეთის გამო სრულად გაწმენდა ვერ ხერხდება. ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიციაც, რომელიც არეგულირებს მოძრაობას და მძღოლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მსუბუქი ავტომობილებით და არასეზონური საბურავებით ამ მიმართულებით გადაადგილებისკენ.

 
დღის ამბები