27 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"ხერსონი უკრაინაა და არანაირი ფსევდორესპუბლიკა არ იქნება" - ხერსონის ოლქის საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა

ხერსონის ოლქის საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა. რომელზეც დეპუტატებმა შეიმუშავეს მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ "ხერსონის ოლქი უკრაინაა" და რეგიონის ტეროტორიაზე არანაირი ფსევდორესპუბლიკა არ იქნება.

შეგახსენებთ, ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში ე.წ "სახალხო რესპუბლიკის" შექმნაზე რეფერენდუმის გამართვას გეგმავენ. მისი თქმით, ოკუპანტები ტელეფონით უკავშირდებიან ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატებს და ეკითხებიან მზად არიან თუ არა ისინი დამპყრობლებთან თანამშრომლობისათვის.

დღის ამბები