27 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
მიკოლაევთან კვლავ ბრძოლები მიმდინარეობს - როგორ ემზადება მოსალოდნელი ხანგრძლივი ალყისთვის ქალაქი, რომელსაც ოდე­სის კა­რიბ­ჭეს უწოდებენ

ქალაქ მილკოლაევში რუსული საოკუპაციო ძალები კასეტურ ჭურვებს ისროდნენ, მათი ნაწილი არ აფეთქდა და მთელი დღის განმავლობაში უკრაინელი გამნაღმველები ქალაქში მიმოფანტული ჭურვების გაუვნებელყოფას ცდილობდნენ. ჭურვები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო ქალაქის ჩრდილოეთით, ეს სწორედ ის მხარეა, საიდანაც რუსი აგრესორები ქალაქში შეჭრას ცდილობენ. ქალაქი 3 მხრიდან ალყაშია, ქალაქიდან 12 კილომეტრში ამ წუთებშიც ბრძოლა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა არმიამ დარტყმები განახორციელა იმ გაზსადენების მისამართით, რომლებიც ქალაქს ბუნებრივი აირით ამარაგებენ. ბოლო ინფორმაციით ამ დაზიანების გამო 3000 მოსახლეს გაზმომარეგება შეუწყდა.

ამ ეტაპზე ქალაქზე შეტევა არ ხორციელდება ზღვის მხრიდან. თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ ქალაქის სანაპიროებთან რუსული სამხედრო კატარღები გამოჩნდებიან. მიკოლაეველები იძულებული გახდებიან ხიდები ააფეთქონ და ხანგრძლივი ალყისთვის მოემზადონ.

დღის ამბები