27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა 100 000-ით გაიზარდა - საერთო ჯამში ქვეყანა 2 მილიონ 600 000-მა ადამიანმა დატოვა

უკრაინიდან ლტოლვილების რიცხვი ისევ იზრდება. უახლესი ინფორმაციით, უკრაინიდან წასული ადამიანების რაოდენობა 100 000-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ამ დროის მონაცემებით, უკრაინა დატოვა 2 მილიონ 600 000-მა ადამიანმა.

პოლონეთში უკვე მილიონ 600 000-მდე ადამიანია გადასული. ომის დაწყების დღიდან ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ პოლონეთში გადადის. უკრაინის სახელმწიფო საზღვრების სამსახური ავრცელებს ინფორმაცია, რომ ვარშავა და კრაკოვი უკრაინიდან ლტოლვილებს უკვე ვეღარ მიიღებს. 2 კვირის განმავლობაში კრაკოვში 80 ათასიდან 100 ათასამდე უკრაინელი ჩავიდა, ვარშავამ კი უკრაინიდან 200 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო.

აღნიშნულ ქალაქებს მეტი ადამიანის მიღება არ შეუძლიათ. პოლონეთის მთავრობა კი ლტოლვილებს სხვა ქალაქებში დასახლებისკენ მოუწოდებს. და რა ხდება სხვა ქვეყნებში, სლოვაკეთში 186 000 ადამიანი გადავიდა უკრაინიდან. უნგრეთში 236 000, რუმინეთში 85 000, მოლდოვაში კი 105 000. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთში წავიდნენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 100 000-ია. სხვა ქვეყნებში კი სულ 300 000 უკრაინელი გადავიდა 24 თებერვლის შემდეგ.

დღის ამბები