27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები - როგორ შეხვდნენ ჰააგის გადაწყვეტილებას ოკუპაციის მსხვერპლები

არაადამიანური მოპყრობა, წამება და უკანონო დაკავება - 3 პირის დაპატიმრების სანქცია გაცემულია. ყველა ქვეყანა ვალდებულია ჰააგის სასამართლოსთან ითანამშრომლოს.

ჰააგის გადაწყვეტილება განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამო უკვე მეთოთხმეტე წელია დევნილობაში ცხოვრობენ, მოქალაქეებისთვის, რომლებმაც რუსული აგრესიის დროს საკუთარი ახლობლები, ოჯახის წევრები და სახლები დაკარგეს.

ჰააგის სასამართლომ უკვე დაადგინა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დაკავების ორდერიც გამოსცა. სასამართლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შეურაცხყოფის, მძევლების აყვანისა და გადაცემისთვის სამი პირის დაპატიმრებას აპირებს. საქმის გამოძიება ჰააგაში ისევ გრძელდება.

დღის ამბები