27 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
კრემლმა შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღი გამოიყენოს - რა ბრალდებებს უყენებს რუსეთი კიევსა და ვაშინგტონს

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით მოითხოვა - განცხადება გაეროში აშშ-ის ელჩმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბიო-ლაბორატორიების ქსელი მდებარეობდა, სადაც საშიში დაავადებების პათოგენების გაძლიერება ხდებოდა. კიევსა და ვაშინგტონში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსეთი გამოგონილ მიზეზებს სავარაუდოდ მომავალში დაგეგმილი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენებს. სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონში მიიჩნევენ, რომ კრემლმა შესაძლოა თავად გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ დასავლეთი სირიის მაგალითს არ გაიხსენებს და უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენციისთვის ზომებს არ მიიღებს, მაშინ პუტინი ქიმიურის შემდეგ, უკვე ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებს.

ქიმიური იარაღი მასობრივი განადგურების იარაღია, მომწამლავი ან მხუთავ თვისებებით, რომელსაც გამოყენების ბევრი ხერხი შესაძლოა ჰქონდეს. იგი მაღალი ტოქსიკურობით ხასიათდება, რომლის მცირე დოზაც კი ცოცხალი ძალის სიკვდილს იწვევს. ქიმიური იარაღის გამოყენება ჟენევის 1925 წლის პროტოკოლით არის აკრძალული.
 

დღის ამბები