27 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
სანქციების მე-4 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ - შეზღუდვები პუტინს და მის უახლოეს გარემოცვას დაეკისრება

სანქციების მე-4 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, ვაშინგტონის შემდეგ ამჯერად ბრიუსელი. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა შეთანხმდა და გადაწყვეტილებაც მიიღო, რომ პუტინს და მის უახლოეს გარემოცვას ახალი შეზღუდვები დაეკისრება. ეს არის ეკონომიკური სანქციები, მათ შორის რუსეთის ერთ-ერთ წამყვან სექტორზე, ისეთზე როგორიც არის შავი მეტალურგია. შეზღუდვები ეხება კრიპტოსფეროს, პუტინის უახლოესი გარემოცვის აქტივებს და ფუფუნების საგნების მიწოდებას.

საპასუხოდ დღეს მოსკოვი იმუქრებოდა, რომ შავ სიას თავადაც ამზადებს და დასავლელი პოლიტიკოსებისა თუ მეწარმეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების გამოქვეყნებას გეგმავს. ევროკავშირამდე, ჯო ბაიდენის მხრიდან გაჟღერებული ამერიკის უმკაცრესი სანქციებით მოსკოვი განსაკუთრებით გაღიზიანებულია. თუმცა ამავდროულად ცდილობს დაამტკიცოს, რომ შეზღუდვებით მიღებული ზარალი შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს.

დასავლეთი აანონსებს, რომ მარაგში კიდევ ბევრი სანქციაა. უკვე ამოქმედებულ შეზღუდვებს კი ახლა გრძნობენ არა მხოლოდ რუსული ბანკები და საფინანსო სექტორი, არამედ რიგითი მილიარდერებიც. მაგალითად დღეს იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს 580 მილიონ დოლარამდე ღირებულების იახტა ჩამოართვა. ის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სუპერიახტად ითვლება. ოლიგარქი პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. რაც ევროსაბჭოსთვის საკმარისი საფუძველია იფიქროს, რომ ის პუტინის უახლოესი წრის წარმომადგენელია.

დღის ამბები