27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ვინ არის ცნობილი ექიმი, რომელიც ოჯახის სამ წევრთან ერთად ავარიას ემსხვერპლა - შავშვებთან მომხდარი ტრაგედია 

ტრაგედია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - სო­ფელ შავ­შვებ­თან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი ზესტაფონში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ერთი კი მცირეწლოვანია. 

როგორც "რუსთავი 2-ისთვის" გახდა ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლია ზესტაფონის კლი­ნი­კა "იმერ­მე­დის" ექი­მი ვა­ლე­რი ნი­ნი­კაშ­ვი­ლი, მისი მე­უღ­ლე თეა კა­პა­ნა­ძე, შვი­ლი ნი­კო­ლოზ ნი­ნი­კაშ­ვი­ლი და დედა. შემთხვევას გადაურჩა ექიმის მე­ო­რე შვი­ლი, რო­მე­ლიც ამა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში იყო­ფე­ბო­და, ის მძიმე დაზიანებებით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და და ამობ­რუნ­და. მომხდარზე დაწყებულია გამოძოება

დღის ამბები