უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოხარული იქნება თუ დაინახავს პოზიტიურ სიგნალს რუსეთიდან ომის დასრულებაზე. ზელენსკი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს დაელაპარაკონ პუტინს, რომელიც მას არ ესაუბრება. მისივე თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთთან ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს:
"მოხარული ვიქნები რომ დავინახო პოზიტიური სიგნალი რუსეთიდან ომის დასრულებაზე. მაგრამ ბოლო დღეებია ასეთი სიტყვები ან შესაძლებლობა დიალოგზე არ მსმენია. ბევრი საუბარი მქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან რომ შუამავლობა გაეწიათ ამ პროცესისთვის. დიახ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისთვის. თავიდან რუსეთის ფედერაციიდან მოდიოდა ულტიმატუმები, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. ის მოვლენები, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ხვალ ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოხდება.
მქონდა საუბარი ბატონ შოლცთან და მაკრონთან. მოვუწოდებ ევროპელ ლიდერებს დაელაპარაკონ პუტინს, რომელიც მე არ მესაუბრება. კიევი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთთან ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. ჩვენ ვესაუბრეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს და მე ვთქვი, რომ დღეს არ არის სწორი შეხვედრების გამართვა რუსეთში, ბელარუსში. მე არ ვსაუბრობ ტექნიკურ შეხვედრებზე - მე ვსაუბრობ ლიდერების შეხვედრებზე. ვფიქრობ, რომ ისრაელი შეიძლება იყოს მოლაპარაკებისთვის ასეთი ტერიტორია,"- აცხადებს ზელენსკი.