27 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ომის მორიგი მსხვერპლი ბავშვი - რუსი ოკუპანტების ტყვიას 15 წლის ფეხბურთელი დედასთან ერთად შეეწირა

კიევის ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა "ათლეტის" 15 წლის ფეხბურთელი დედასთან ერთად რუსი ოკუპანტების ტყვიას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო სკოლა ავრცელებს. შემთხვევა კიევის ოლქში ბროვარსკის რაიონში მოხდა

"დღეს მტრის ტყვიას ემსხვერპლა ჩვენი გუნდის ათლეტი 2006-ის  ფეხბურთელი დმიტრო ევდოჩენკო, დედასთან მარინა ევდოჩენკოსთან ერთად. სიტყვები ვერ გადმოსცემს ტკივილს და დარდს, საშინელი სიზმარივითაა. მშვიდად განისვენეთ... ამის პატიება შეუძლებელია... ამის დავიწყება შეუძლებელია,"- ნათქვამია სპორტული სკოლის ფეისბუკგვერდზე.

დღის ამბები