საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Agriteq 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.
საერთაშორისო გამოფენაში 15-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს: აგროქიზიყი, აგროლეინი, ანიგოზა, NUTS.GE, კერკი, გეო ნატურალი, გორჯი, ჯეო ორგანიკი, აუგუსტი, კამპა, სნო, კობი, ალალი, ზეთისხილი. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ვაშლი, კაკალი, მოცვი, მშრალი ხილი, ზეთისხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები და სხვა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება.