მსოფლიოში ცნობილმა როკ-ჯგუფმა, Pink Floyd-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო. განვითარებული მოვლენების გამო, მუსიკალური ჯგუფის და დევიდ გილმორის ყველა ჩანაწერი რუსეთისა და ბელარუსის ციფრული მუსიკის პროვაიდერებიდან ამოღებულია.
"ვდგავართ მსოფლიოს გვერდით და მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. Pink Floyd-ის მუსიკა 1987 წლიდან და დევიდ გილმორის ყველა სოლო ჩანაწერი დღეიდან ამოღებულია ყველა ციფრული მუსიკის პროვაიდერიდან რუსეთსა და ბელარუსში," - წერს ჯგუფი twitter-ის გვერდზე.
მუსიკალური პროდუქტი, რომელიც წაიშლება რუსული და ბელარუსული პლატფორმებიდან, მოიცავს Pink Floyd-ის სტუდიური ალბომებს A Momentary Lapse of Reason (1987), The Division Bell (1994) და The Endless River (2014). გილმურმა ასევე გამოუშვა ოთხი სოლო სტუდიური ალბომი თავის კარიერაში, მათგან ყველაზე ბოლო იყო 2015 წლის Rattle That Lock.