27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა - რომელ კონკრეტულ მონაკვეთებზე იკრძალება გადაადგილება

უამინდობის გამო საქართველოს გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

დღის ამბები