უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღეს. სამხედროები ამოწმებენ ყველას, მათ შორის "კურიერის" გადამღებ ჯგუფსაც.
ქალაქში დილიდან დაიბომბა სამხედრო აეროპორტი. დილის საათებში სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა და სამიზნე ავიაბაზა იყო. ეს არ იყო დაბომბვის პირველ შემთხვევა. დღესდღეობით, ზუსტი ინფორმაცია არ არის, რა ზიანი მიადგა ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტს.
პარალელურად, დღეს დაიბომბა ლუცკის ავიაბაზაც. ივანო-ფრანკოვსკისა და ლუცკის ბაზებზე დარტყმები თითქმის ერთდროულად განხორციელდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
"დილით აეროპორტი დაბომბეს, გავიგეთ აფეთქების სამი ხმა. რამდენადაც ვიცი, არავინ დაშავებულა. რუსეთი პანიკის დათესვას ცდილობს, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ შეგვაშინებენ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.