უკრაინაში ომის მე-16 დღის პარალელურად, 16 დღეა ქართული პოლიტიკა ურთიერთბრალდებების პოლიგონია. "ქართული ოცნება" ისევ ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ლელოს" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში ოპოზიციის ნაწილის სურვილი - საქართველო ჩაერთოს ომში - საჯაროდ გააჟღერა.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ შეცდომა ახლა ოპოზიციის პოლიტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების მიმართ ოპონენტების განცხადებები პირველ რიგში საქართველოს იმიჯის აზიანებს.
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად შეაფასა მმართველმა გუნდმა ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ არხზე. ხატია დეკანოიძემ საქართველო პუტინის დახმარებაში დაადანაშაულა.
ურთიერთბრალდებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ომის მე-16 დღესაც გრძელდება. მხარეებს შორის უთანხმოების მთავარი საკითხი უკრაინის მხარდაჭერას და რუსულ აგრესიას უკავშირდება.