რუსეთში თანამედროვე კულტურა ნელ-ნელა ქრება. კრემლის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ცალკეული ხელოვანები და მეცნიერები უძლური არიან. უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გაპროტესტებამ კი, ისინი პუტინისთვის პერსონა ნონ-გრატად აქცია.
ვისთვისაც მუსიკა და პოლიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია, მსმენელს გაურკვეველი ვადით დაემშვიდობა. 40 წლიანი ისტორიის მქონე ჯგუფმა "აკვარიუმმა" ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. სცენაზე აღარ გამოვა "მუმი ტროლი". რუსეთში ჯერ კიდევ დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ქვეყნის გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის დროს არ ემღერებათ.
დღეს პროპაგანდის თუ დაშინების შედეგად პუტინის პოლიტიკას რუსეთში ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე. ყველაზე ხშირად ხელისუფლების კრიტიკა ხელოვანებისგან ისმის. რუსი მწერლის დიმიტრი გლუხოვსკის თქმით, ომს ხალხის სახელით აწარმოებენ, მაგრამ მათ ეს ომი არ სჭირდებათ და ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ.