27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ჩვილი ბავშვები, ქალები და მოხუცები სიკვდილს თავშესაფრებში ემალებიან - რა ვითარებაში უწევთ მიკოლაევში რუსულ ბომბებთან გამკლავება

რუსული აგრესიის და ბომბების გამო, ჩვილ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს უკრაინაში დამალვა უწევთ, რომ სიკვდილი თავიდან აიცილონ. 

ბავშვებს უკვე რუსული რაკეტების ნაკლებად ეშინიათ, აგრესორთან ომმა ისინი თავშესაფარში ცხოვრებასაც მიაჩვია.

მოქალაქეებთან ხშირად ჩადის თავშესაფარში მიკოლაევის მერი, რომელიც მათ გამხნევებას ცდილობს. ალექსანდრ სენკევიჩი "კურიერთან" ამბობს, რომ ქალაქი მორიგი დარტყმის მისაღებად ემზადება.

ქალაქის შემოგარენში, განსაკუთრებით, კი სამხედრო აეროდრომთან გადაადგილება ძალიან სახიფათო გახდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის ნიკოლაევი სტრატეგიული სამიზნეა.

ნიკოლაეველების ნაწილმა ქალაქის დატოვებაზე უარი თქვა. მათ რუსეთთან ომში გამარჯვების იმედი აქვთ.

გამარჯვებისთვის და თავდაცვისთვის ქალაქი მზადაა. რუსულ ჯარს ყველა კუთხეში წინაღობები და მოლოტივის კოქტეილები ელოდება.

დღის ამბები