პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-მა გუშინ მიიღო გადაწვეტილება, რომ უკრაინას 36 მილიარდი დოლარით დაეხმარება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, NATO არ ჩაერევა რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა აშშ პარტნიორებთან ერთად რუსეთს ძალას ანახებს.
"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინას გააჩნია იარაღი, რომ შემოჭრილი რუსეთის ძალებს შეეწინააღმდეგოს. ჩვენ გავუგზავნით თანხებს, საკვებს, ჰუმანიტარულ დახმარებას და მივიღებთ გულთბილად უკრაინელ დევნილებს. ჩვენ უფრო მეტ დახმარებას. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაცხადებთ, რომ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს. ჩვენ გავაძლიერებთ ნატოს. ჩვენ არ ჩავერთვებით ომში უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. კონფრონტაცია რუსეთსა და ნატოს შორის ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს, მაგრამ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ დამთავრდება მისი გამარჯვებით. მას უკვე ხელი მოეცარა, მას უნდოდა დაესუსტებინა ტრანსატლანტიკური ერთიანობა, თუმცა წარუმატებლობა განიცადა. ამერიკის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა უნდოდა, თუმცა დამარცხება განიცადა.
ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვდგავართ, ჩვენ არ ვაძლევთ ავტოკრატებსა და იმპერატორებს საშუალებას რომ უკარნახონ მსოფლიოს თავისი ნება. ჩვენ ვართ მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარეს. ჩვენ ვანახებთ ჩვენს ძალას და უკან არ დავიხევთ. ღმერთმა დალოცოს უკრაინა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.