27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ჩვენ უნდა მოვამზადოთ თხევადი გაზის ტერმინალები, რომლებიც ჩაანაცვლებს რუსულ გაზს - ურსულა ფონ დერ ლაიენი​

ვერსალში შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა  უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა, ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირება. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა თხევად გაზზე, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს რუსული გაზი. 

"მინდა შეგახსენოთ, რომ განაცხადის შეტანის დღიდან დღემდე ძალიან მოკლე პერიოდია გასული. საბჭომ თხოვა კომისიას, რომ ამ განაცხადზე აზრი დაეფიქსირებინა, როგორც წესი ამას წლები სჭირდება, მაგრამ ახლა განსხვავებული პროცესი მიმდინარეობს. მთელი რიგი პირობებია დასაკმაყოფილებელი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. 

თავისუფალი დემოკრატიული უკრაინა ომის შემდეგ ნიშნავს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით უკრაინაში ბევრი რამ იქნება აღსადგენი. რუსულ გაზზე დამოკიდებულების 2/3-ით შემცირება მნიშვნელოვანია წლის მანძილზე. უფრო მეტი თხევადი გაზი შემოდის ევროპაში, ჩვენ ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებდით, რომ გვჭირდებოდა უფრო მაღალი მიწოდება გაზის. ჩვენ უნდა მოვამზადოთ თხევადი გაზის ტერმინალები, რომლებიც ჩაანაცვლებს რუსულ გაზსს. ძალიან ბევრი ხომალდი შემოვიდა იანვარში თხევადი გაზით. 

აუცილებელია წყალბადის ინვესტიციის გაზრდაც ყველაფერს რასაც ვაკეთებთ თხევად გაზთან და მილსადენებთან დაკავშირებით შესაძლოა გამოყენებულ იქნას წყალბადისთვისაც,"- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

დღის ამბები