საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერსალის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხიც ახსენა.
მისი თქმით, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპული ოჯახის წევრები არიან.
"ჩვენ ვიქნებით ადგილზე იმისთვის, რომ აღვადგინოთ ქალაქები, რომელიც რუსეთმა დაბომბა და ის ნგრევა აღვადგინოთ, რომელიც რუსეთმა მოიტანა. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ყველა იმ ღირებულებისთვის, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს.
უკრაინა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ გვინდა ასევე მოლდოვისა და საქართველოს განცხადებები ევროპულმა კომისიამ განიხილოს და ვნახოთ რამდენად მისაღები იქნება ჩვენი ხელშეკრულების ჩარჩოების თვალსაზრისით," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.