27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, გვაქვს შეთავაზებები მიწისქვეშა გაზის საცავების 90%-ით გავსების, ყოველი წლის პირველ ოქტომბრისთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვერსალში ევროპელ ლიდერებს შორის მოლაპარაკება დასრულებულია. შეხვედრის შემდეგ ლიდერები ერთობლივ ბრიფინგს მართავენ. სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ, სუვერენიტეტის წინააღმდეგ. 

"უკრაინა გახლავთ ევროპული ოჯახის წევრი. პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს გახლავთ შეტევა ყველა პრინციპისადმი, რომელიც ჩვენთვის ახლოს არის, ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ, სუვერენიტეტის წინააღმდეგ, სახელმწიფოების თავისუფლების წინააღმდეგ, რათა საკუთარი ბედი თავად აირჩიონ და თავიანთი მომავალი თვითონ შექმნან. გზა, რითიც ჩვენ ვპასუხობთ ამ საშინელ შეტევას უკრაინის წინააღმდეგ, განსაზღვრავს უკრაინის მომავალს და ჩვენი კავშირის მომავალსაც და შეიძლება ითქვას, მთელი ევროპის კონტინენტის მომავალს. ჩვენი ძირითადი პრინციპების ერთგულები ვართ,“ - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ 2027 წლიდან, რუსულ გაზზე, ნავთობზე და ქვანახშირზე დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

"ჩვენ რუსულ გაზზე, ნავთობზე და ქვანახშირზე 2027 წელს მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ამ ენერგომატარებლებზე. მაგრამ, ჩვენ ასევე ენერგო ფასების ავარდნას ველოდებით, მაისისთვის გვინდა ელექტროენერგიის ბაზრის დიზაინის ოპტიმიზაცია მოვახდინოთ, რომელიც მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის უფრო უკეთესი მხარდამჭერი იქნება. მაგრამ, მომხმარებლებს და ბიზნესს სჭირდებათ დახმარება ამჟამად, ამიტომ კომისიამ ფასების რეგულაციის მექანიზმი შეიმუშავა,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი იმ გეგმებზე საუბრობს, რომელიც გაზის მიწოდებას ეხება. 

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შემდეგი ზამთრისთვის, ჩვენ შევქმნით სპეციალურ ჯგუფს, რომელიც შექმნის გეგმას შემდეგი წლისთვის და კოორდინაციას მოახდენს ოპერაციის. ევროკავშირს სჭირდება ხანგრძლივი გაზის შენახვის პოლიტიკა შეიმუშაოს და ჩვენ გვაქვს შეთავაზებები მიწისქვეშა გაზის საცავების 90%-ით გავსების, ყოველი წლის პირველ ოქტომბრისთვის. ეს გახლავთ ძალიან დიდი პაკეტი და ეს იქნება ჩვენი დაზღვევის პოლიტიკა მიწოდების წყვეტასთან მიმართებაში," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

 

დღის ამბები