27 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
აშშ სრულად ასრულებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს - ჯენ ფსაკის ამ განცხადებას ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი Twitter-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ასრულებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე არ ავითარებს და არ ფლობს ასეთ იარაღს.

მას უპასუხა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა, რომლის თქმით, აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჯერ კიდევ ფლობს ქიმიურ იარაღს:

"მან ორჯერ გადაწია ქიმიური იარაღის განადგურების ვადა და აშშ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის მრავალმხრივი გადამოწმების მექანიზმების შექმნას", - აცხადებს ვან ვენბინ.

 

No description available.

 

 

 

 

დღის ამბები