27 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
რუსეთზე დამოკიდებულებისგან უნდა გავთავისუფლდეთ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის ენერგო დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ევროპისთვის მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ გვინდა უკრაინელ მეგობრებს ნათლად განვუცხადოთ, რომ ჩვენ მათ გვერდზე დავდგებით. მოვახდინეთ მობილიზება, რომ გაგვეძლიერებინა კავშირები, რომლებიც უკრაინელებთან გვაკავშირებს. გვინდა მხარი დავუჭიროთ მათ იმ გზაზე, რომელსაც ევროპული გზა ჰქვია. 

სამი საყრდენი მინდა გამოვყო, რომელიც არის დეკლარაციაში შესული. ჩვენ მომავალს ვაკვირდებით, იმიტომ, რომ ევროპულ პროექტს მივცეთ ბიძგი. 

პირველი გახლავთ ენერგო გამოწვევა, სწორედ ამ რუსეთზე დამოკიდებულებისგან უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენი ამოცანების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნული ევროპული საბჭოს მიერ არის შეთანხმებული.

მეორე არის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანი თემაა. ორი კვირის წინ ჩვენ განსხვავებულ ევროპაში ვცხოვრობდით და გავიღვიძეთ სხვა რეალობაში. 

მესამე საკითხი კი არის ჩვენი ეკონომიკური საფუძვლის კონსოლიდირება,"-აცხადებს შარლ მიშელი. 

დღის ამბები