საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. გუნდმა ბულგარეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე 8 სხადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
10 წონითი კატეგორიიდან შვიდის ფინალში ქართველმა მოჭიდავეებმა იასპარეზეს, საბოლოოდ საქართველოს ნაკრების მონაგარი 4 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალს შეადგენს.
საქართველოს ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები დახვდნენ.