27 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
დავით ზალკალიანმა​ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინის ომის შედეგად რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან.

მხარეებმა  უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია განიხილეს, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი.

საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ომის შედეგად რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს, ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა 

დღის ამბები